COVID19
სუს-ის 38 თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. სუს-ში აცხადებენ, რომ ამ პირთან დაკავშირებული უწყების 38 თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი. მათ პირველადი ტესტირებით კორონავირუსი არ უდასტურდებათ.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა.

ამასთან, უცნობია, თავად უწყების თანამშრომლის დაინფიცირების წყარო.
| Print |