COVID19
ჩაიკეტება თუ არა ბათუმი? - კორონავირუსის 38 შემთხვევიდან 22 საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდანაა
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდანაა, 7 - დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტი, 4 - შემოტანილი შემთხვევა, საიდანაც 2 პაციენტი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ხოლო 5 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში სიტუაცია ეპიდემიასთან დაკავშირებით, დანარჩენ საქართველოსთან შედარებით მძიმდება, რათქმაუნდა, ჩვენ სპეციალურ საკარანტინო ზომებს ბათუმში არ ვაცხადებთ და ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის, - აღნიშნავს საქართველოს მინისტრი.

გიორგი გახარიას თქმით, ბათუმში მოქალაქეების ტესტირებაა გასაძლიერებელი.

„მოგეხსენებათ, რომ ბათუმში დაფიქსირებული შემთხვევებიდან 22 ადამიანი გვყავს კვების ობიექტიდან. დღეს ბათუმში კონცენტრირებულია საკმაოდ მაღალი რაოდენობა ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც ისვენებენ და აქ ყურადღებაა გასამახვილებელი, გასაძლიერებელია ტესტირება ბულვარში და სხვადასხვა წერტილში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს მასშტაბით „კოვიდ ცენტრებში“ კორონავირუსით დაინფიცირებული 251 პაციენტი მკურნალობს. „გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზრდა 17-ით.


| Print |