COVID19
ჯავახეთში მცხოვრები ოჯახი კორონავირუსზე გამოიკვლიეს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკაში მცხოვრებ ოჯახს კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტარდა. მათ ტესტი მას შემდეგ აუღეს, რაც გაირკვა, რომ ზღვაზე დასვენების დროს, სასტუმროს მფლობელს, სადაც ისინი რჩებოდნენ, კორონავირუსი აღმოაჩნდა. ინფორმაციას სააგენტო JNEWS - ი ავრცელებს. 

სოფელში დაბრუნების შემდეგ ოჯახს თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია მიეცა. 1-ლ სექტემბერს ჩატარებულმა ტესტმა აჩვენა, რომ მათ კორონავირუსი არ აქვთ.

ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ავეტ ტონაკანიანის თქმით, ტესტი ლუგარის ლაბორატორიაში შემოწმდა და პასუხი უარყოფითია. შესაბამისად 5 სექტემბრიდან, თვითიზოლირების ვადის ამოწურვის შემდეგ, ისინი სახლიდან გასვლას შეძლებენ.

ამჟამად ქალაქში თვითიზოლაციაში, რუსეთიდან ჩამოსული კიდევ 4 ადამიანი იმყოფება. ახალქალაქში ამ დრომდე COVID-19-ის შემთხვევები დაფიქსირებული არ არის.
| Print |