COVID19
უკრაინის საპატიო პატრიარქს ფილარეტს კორონავირუსი დაუდასტურდა
უკრაინის საპატიო პატრიარქს ფილარეტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ჰოსპიტალიზებულია.

კიევის ყოფილი მიტროპოლიტის დაინფიცირება დაადასტურა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსამსახურმა. პატრიარქი ფილარეტი 91 წლისაა.

,,მის უწმინდესობას გეგმიურმა ტესტირებამ კოვიდ-19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. მისი უწმინდესობა ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინაში ბოლო დღე - ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 2723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია პანდემიის მთლიანი პერიოდის განმავლობაში. მთლიანად, 4 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 130 951 შემთხვევაა დაფიქსირებული.
| Print |