COVID19
აჭარის ტელევიზიამ COVID 19-ის გამო მაუწყებლობა შეაჩერა
აჭარის ტელევიზიამ COVID 19-ის გამო მაუწყებლობა შეაჩერა. ტელევიზიაში ახალი კორონავირუსი 1 ადამიანს დაუდასტურდა. მაუწყებლობის შეჩერების გადაწყვეტილება სწორედ ამის გამო იქნა მიღებული.

აჭარის ტელევიზიის ეთერში საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება მოხდება.

"ამ წუთისთვის მაუწყებელში შესვლა შეჩერებულია. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები უკვე მოვიდნენ და დაიწყო თანამშრომლების ტესტირება. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელობამ ჩავთვალეთ, რომ შევაჩეროთ ჩვენი მაუწყებლობა და ჩვენს ეთერში საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება განხორციელდება, ვიდრე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან შესაბამისი რეკომენდაციები არ იქნება. ვერც საკუთარ თანამშრომლებს და ვერც საზოგადოებას ვერ ჩავაყენებთ საფრთხის ქვეშ და აქედან გამომდინარე, ვიდრე არ იქნება შესაბამისი რეკომენდაციები, არ გავაგრძელებთ მუშაობას.

ჩვენი მაუწყებლის შენობა არ არის დიდი და თანამშრომლები მჭიდროდ არიან განთავსებული. შესაბამისად უცნობია, რამდენ ადამიანთან ჰქონდა ინფიცირებულ თანამშრომელს კონტაქტი. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში, ტელევიზიასა და რადიოში ჯამში 340 ადამიანი მუშაობს“
, – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა.

5 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი სულ 1621 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 25 დღეს გამოვლინდა. 25 შემთხვევიდან 13 აჭარაში დადასტურდა, მათგან 9 საკონდირტო დონას კლასტერს მიეკუთვნება. COVID 19-ით დონასთან დაკავშირებულ კიდევ 22 ადამიანი დაინფიცირდა.




| Print |