COVID19
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა. Worldometers-ის მონაცემებით, ვირუსი ამ დრომდე 27 079 000-ზე მეტ ადამიანს აღმოაჩნდა, ხოლო მათგან 884 000-მდე პაციენტი გარდაიცვალა.

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 19.1 მილიონს აღემატება. ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 6.9 მილიონია. ინფორმაციას ინტერპრენიუსი ავრცელებს.

დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში კვლავ აშშ ლიდერობს. აქ ვირუსის 6.4 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და 192 000-ზე მეტი პირი გარდაიცვალა. მეორე ადგილზეა ბრაზილია 4.1 მილიონი ინფიცირებულით, ხოლო მესამეზე - ინდოეთი, სადაც „კოვიდ-19“ უკვე 4 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.
| Print |