COVID19
კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია
საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1729 გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6 -ით გაიზარდა და - 1321 ს შეადგენს.
| Print |