COVID19
საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის ისევ მაღალი მაჩვენებელი - 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობა 1 773 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 4-ით გაიზარდა 1 325 გახდა.

გუშინ 8 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი - 45 შემთხვევა დაფიქსირდა. 

კარანტინის რეჟიმში, ამ დროისათვის, 5882 მოქალაქე იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
| Print |