COVID19
100 ათას მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით, ინფიცირების მაჩვენებელი იმატებს და დღევანდელი მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე შემთხვევების რაოდენობა 9-მდე გაიზარდა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ინფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში იმატებს. დღევანდელი მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გვაქვს 9 ახალი შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გუშინ ავადობის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 8-ს შეადგენდა.
| Print |