COVID19
საქართველოს პარლამენტის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოს პარლამენტის წევრს ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. საკანონმდებლო ორგანოს ინფორმაციით,  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც კორონავირუსით ინფიცირებულ დეპუტატთან ჰქონდა კონტაქტი 5 სექტემბრის შემდეგ, თვითიზოლაციაში გადავა და ტესტირება ჩაუტარდება.

პარლამენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანო ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად განაგრძობს.

პარლამენტის შენობაში გატარდება შესაბამისი ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები.

„როგორც ცნობილია პარლამენტის წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი 5 სექტემბრის შემდეგ, გადავა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდება ტესტირება.

სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება დეპუტატის სამუშაო სივრცე. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაში გაგრძელდება რეგულარული დეზინფექცია. შენობაში შესვლისას ყველა პირი გაივლის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე. საკანონმდებლო ორგანო განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად“
,- ნათქვამია ინფორმაციაში.
| Print |