57 ახალი შემთხვევა - საქართველოში კორონავირუსის კვლავ რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 830 გახდა.
ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ფეისბუქ-გვერდზე განახლდა.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ადამიანით გაიზარდა და 1 334-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში 5882 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი რჩება.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.