COVID19
გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარ დეპუტატს, "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" აღმასრულებელ მდივანს, გედევან ფოფხაძეს კოვიდ-19 დაუდასტურდა, ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ, მაღალი ტემპერატურით შევიდა. ამასთან, ტესტის პასუხს ელოდება მისი თანაპარტიელი ზვიად კვაჭანტირაძეც, პარტიის სხვა ლიდერები კი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ამავე პარტიის პოლიტიკურ მდივანს ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.
| Print |