COVID19
საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 165-ით გაიზარდა და 2 392 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, მათი რაოდენობა ისევ 1 369-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 6 633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


| Print |