საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 170-ით გაიზარდა და 2 562 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, მათი რაოდენობა 12-ს შეადგენს და 1381 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 6 633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი.
ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.