COVID19
„ირანელი ტურისტის ამბავი თუ გახსოვთ, ამდაგვარი სცენარის პერსონაჟი გავხდი“ - გედევან ფოფხაძის ტესტის პასუხი შეეშალათ
ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და საავადმყოფოში მკურნალობს, "მთავარი არხის" ეთერში საუბრისას ამბობს, რომ თავდაპირველად მისი ტესტის პასუხი შეეშალათ. მისი თქმით, პირველმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და როდესაც სამედიცინო დაწესებულების დასატოვებლად ემზადებოდა, მოულოდნელად შეატყობინეს, რომ პასუხი დადებითი იყო.

„დილას მომდის ინფორმაცია, რომ მე მაქვს უარყოფითი შედეგი. ვკითხულობ, ეს ნამდვილია თუ არა? მიდასტურებენ. ვემზადები წასასვლელად, ვაგროვებ ჩემ ნივთებს, ვემზადები რომ გავიდე და კარებთან მაჩერებენ. ირანელი ტურისტის ამბავი თუ გახსოვთ, ამდაგვარი სცენარის პერსონაჟი გავხდი. მე კი მორჩილად გავაპროტესტე, რომ არ შეიძლება ასე, ცოტა მაინც გაუფრთხილდით ერთმანეთს. რომ გეუბნებიან „წადი“ და მერე გაბრუნებენ, ეს ფსიქიკაზე მოქმედებს. აღმოჩნდა რომ დადებითია. მე ვერ გავიგე საინდან აღმოჩნდა პირველი პასუხი უარყოფითი. დავნებდი ბედს, მივიღე რეალობა, როგორც შეიძლებოდა. დამირეკეს და ამიხსნეს, რომ ძალიან ბევრი ტეატის გაკეთება მოუწიათ და რაღაცნაირად შეეშალათ. მესმის რომ ადამიანებს შეიძლება რაიმე შეეშალოთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მთავარი პრობლემა კორონავირუსის არის ფსიქოლოგიური მდგომარეობა" - ამბობს გედევან ფოფხაძე.

დეპუტატს კოვრონავირუსი 13 სექტემბერს დაუდასტურდა, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.


| Print |