COVID19
ახალციხიდან სომხეთში წასულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
ახალციხეში დაახლოებით, ასამდე ადამიანს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა. მიზეზი ერთ-ერთი პირია, რომელიც დაახლოებით, ერთი კვირის წინ, ახალციხეში, დედის დაკრძლვაზე იმყოფებოდა. ის სომხეთიდან ჩამოვიდა, დღეს კი გაირკვა, რომ კორონავირუსითაა ინფიცირებული. 

მამაკაცის დაინფიცირების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მან ახალციხე დატოვა და სომხეთში დაბრუნდა. სავარაუდო კონტაქტების ტესტირების პასუხი ხვალ, 19 სექტემბერს გახდება ცნობილი.

| Print |
თეგები: კორონავირუსი /