COVID19
კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, ენმ-ს ახალციხელი წევრები კარანტინში არიან
კოვიდინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტის გამო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გელა დემეტრაძე და პარტიის ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ბალიაშვილი ბაკურიანის საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს. ორივე მათგანს სომხეთიდან გადმოსულ მამაკაცთან კონტაქტი ჰქონდა.

"გასვენებაში არ ვყოფილვარ, ქუჩაში შევხვდი. ტესტი ამიღეს და დაახლოებით 60 კაცი, წუხელ, ბაკურიანის სასტუმროში გადმოგვიყვანეს" - აცხადებს გელა დემეტრაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე დაკრძალვაზე იმყოფებოდა. დავით ბალიაშვილის თქმით, მათი კონტაქტი ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლა.

"მე ვიყავი სასაფლაოზე გასვენებაზე. მარტო ხელი ჩამოვართვი, კი ვერიდებოდი. ქელეხზე არ ვყოფილვარ. თბილისში ყოფილა და იქ გაუშლია სუფრა. მე როგორც გავიგე, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, თავისი ოჯახის წევრებიც დაინფიცირებული იყვნენ. ეგეც ითქვა რომ დედა კორონავირუსით გარდაიცვალა. მე რომ ვიყავი სამძიმარზე, იქნებოდა 50 ადამიანი. ჩემს გარდა, გუშინ სამი 40 კაციანი ავტობუსი ჩამოიყვანეს აქ, კარანტინში", - ამბობს დავით ბალიაშვილი.

ტესტების პასუხს დღეს, 19 სექტემბერს ელოდებიან.

Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 1 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
ასპინძა 4 °C
img
ადიგენი 9 °C
img
ბორჯომი 2 °C
img
თბილისი 8 °C
img
აბასთუმანი -2 °C
img
ბაკურიანი -6 °C
img
ნინოწმინდა -3 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.6776
EUR
EUR
1
2.8813
RUB
RUB
100
3.7888
TRY
TRY
1
0.1404
USD
USD
1
2.6410
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.