საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 227-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4140 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 69 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 1643-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5390 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 640-ს შეადგენს
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში დადასტურდა, თბილისში კი 34.
მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევები მხრივ აჭარა ლიდერობს.
„აჭარაში გამოვლინდა 165 შემთხვევა, თბილისში – 34, რუსთავში – 4 იმერეთში – 14 , აქედან ორი თერჯოლაში და 12 ქუთაისში, გურიაში – 4, აქედან ერთი ლანჩხუთში, 3 ოზურგეთში, დუშეთში – 1, ზუგდიდში – 2“, – აღნიშნა ენდელაძემ.