COVID19
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანას კოვიდ 19-ით გარდაცვლილი 24 ადამიანი ჰყავს.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განმარტებით, პაციენტი კლინიკაში 18 სექტემბერს შეიყვანეს. მას მძიმე თანმდევი დაავადებები ჰქონდა, მათ შორის ონკოლოგიური პათოლოგიებიც. მარინა ენდელაძის თქმით, კოვიდინფიცირებული დღეს, დილის 08:00 საათზე გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 22 სექტემბერს კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა.
| Print |