COVID19
კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევიდან 4 სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 4 სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა. ყველაზე მეტი - 165 კი აჭარაში გამოვლინდა.

მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ინფიცირების აქტიური 3 ათასი შემთხვევიდან 17 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე.

ამჟამად აქტიური შემთხვევა გვაქვს 3 ათასამდე; მხოლოდ 17 არის კრიტიკულად მძიმე, დანარჩენების არის მძიმე, საშუალო და მსუბუქი. რეგიონების მიხედვით ლიდერობს აჭარა - 165 გახლავთ; იმერეთი 27; კახეთი - 6; თბილისში - 43; სამეგრელო- ზემო სვანეთი 6; სამცხე-ჯავახეთი - 4; ქვემო ქართლი- 3; შიდა ქართლი - 2.

რაც შეეხება ჩვენს სტაციონარს, აქ გახლავთ 31 კოვიდინფიცირებული, გვყავს 2 მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა კეთილსაიმედოა. მივიღეთ ერთი პაციენტი. ამ პაციენტების მდგომარეობა არის მსუბუქი და უმეტესად საშუალო სიმძიმის“
,- განაცხადა ენდელაძემ.
| Print |