COVID19
საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 298-ით გაიზარდა და 5 552 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 148 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 2 054-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 5 637 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი. კოვიდ სასტუმროებში კი ამ დროისთვის 800 ადამიანია მოთავსებული.

ქვეყანაში კორონავირუსით 31 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
| Print |