COVID19
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისად, ამ დროისთვის, ქვეყანაში კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობა 31-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი სამი პაციენტიდან ორი აჭარაში, ერთი კი თბილისში მკურნალობდა. 

„გუშინ გარდაიცვალა სამი პაციენტი, აქედან ორი არის აჭარაში, 65 და 70 წლის მამაკაცები, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები დაავადებები. ერთს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი და მეორეს ინსულტი, ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. თბილისშიც გარდაიცვალა ერთი ქალბატონი, 57 წლის, რომელსაც ჰქონდა ასევე თანხმლები დაავადებები და განვითარდა მწვავე რესპირატორული სინდრომი, პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ენდელაძემ.
| Print |