COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისივე თქმით ყველაზე მეტი - 175 შემთხვევა კვლავ აჭარაში ფიქსირდება. 

“რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია-კვლავ აჭარაშია 72 % ახალი დადასტურებული შემთხვევების, რაც გულისხმობს 175 ახალ ინფიცირებულს. შემდეგ ადგილზეა იმერეთი- 9%-ით, ეს არის 38 ახალი შემთხვევა, თბილისში მხოლოდ 7%-ია, 32 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გურიაში 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამეგრელო ზემო-სვანეთში -14, სამცხე-ჯავახეთში -11, ქვემო ქართლში 7 და კახეთში -4.

ჩვენს კლინიკაში ამჟამად მკურნალობს 29 პაციენტი, გუშინ 5 პაციენტი გაეწერა, აქედან 2 არის მძიმე“,
- განაცხადა ენძელაძემ.

სამცხე-ჯავახეთში, ამ დრომდე, 13 დადასტურებული შემთხვევა იყო დაფიქსირებული, აქედან 12 - ადიგენის, ხოლო 1 ასპინძის მუნიციპალიტეტში.


| Print |