კორონავირუსი სამცხე-ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტშია დაფიქსირებული
28 სექტემბრის მდგომარეობით, კორონავირუსი სამცხე-ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში - ადიგენში, ასპინძასა და ნინოწმინდაშია დაფიქსირებული.
დღეს პირველი შემთხვევა დადასტურდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. ინფექციაზე კოვიდდადებითი სოფელ დიდი არაქალის ერთ მაცხოვრებელი აღმოჩნდა.
ამ დროისათვის ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში.
ყველაზე მეტი - 22 შემთხვევა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჭეჭლაში - 11, დიდ ზანავში - 5, უდეში - 2, ღორთუბანში -2, კეხოვანში - 1 და გომაროში 1 შემთხვევაა დადასტურებული.
28 სექტემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში, კორონავირუსის 24 შემთხვევაა დაფიქსირებული.