COVID19
ნინოწმინდაში კოვიდ 19-ზე 33 ტესტის პასუხს ელოდებიან
ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა კორონავირუსით ინფიცირებულთა კონტაქტები გამოიკვლია. აღებულია 33 პირის ნიმუში, რომელიც გამოსაკვლევად ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა.

PCR ტესტირება სოფელ დიდი არაქალის, სათხისა და ქალაქ ნინოწმინდის 33 მაცხოვრებელს ჩაუტარდა. შემოწმებულთა შორის არის 7 პოლიციელი, რომლებიც ინფიცირებულებთან კონტაქტში იმყოფებოდნენ.

33-ვე პირი თვითიზოლაციაშია. ტესტის შედეგები ორ დღეში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 28 სექტემბერს ჯავახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულ პირს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ტიგრან ეგოიანის თქმით, ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია. იგი თბილისის კოვიდმიმღებ საავადმყოფოში მკურნალობს.


წყარო: nor.ge
| Print |