COVID19
საქართველოში კორონავირუსით 32-ე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 32-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

პაციენტი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 57 წლის მამაკაცს თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

მინისტრის თქმით, გამოიკვეთა, რომ ვირუსით გარდაცვალების ასაკი გაახალგაზრდავდა.
| Print |