საქართველოში კორონავირუსი კიდევ 314 პირს დაუდასტურდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 314-ით გაიზარდა და 5 866 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 270 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 2 324-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 5 637 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი. კოვიდ სასტუმროებში კი ამ დროისთვის 800 ადამიანია მოთავსებული.
ქვეყანაში კორონავირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.