COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისივე თქმით ყველაზე მეტი - 225 შემთხვევა კვლავ აჭარაში ფიქსირდება.

„კვლავ აჭარა ლიდერობს და იქ 225 ინფიცირებულია, თბილისში - 35, იმერეთი-22, სამეგრელო ზემო-სვანეთი- 18, შიდა ქართლი- 9, სამცხე-ჯავახეთი- 3, გურია და ქვემო ქართლში თითო-თითო პაციენტი“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ამ დრომდე სამცხე-ჯავახეთში, კორონავირუსის 24 შემთხვევა იყო დაფიქსირებული.
| Print |