COVID19
საქართველოში კორონავირუსით დღეს კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით დღეს, 29 სექტემბერს კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისად, ამ დროისთვის, ქვეყანაში კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობა 34 გახდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

70 წლამდე ასაკის მამაკაცი მკურნალობის კურსს საჩხერის საავადმყოფოში 26 სექტემბრიდან გადიოდა.

მამაკაცს პნევმონიასთან ერთად, თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.

„პაციენტს ჰქონდა ტუბერკულოზი. ბოლო პერიოდში დამძიმდა მისი მდგომარეობა და ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, -ამბობს საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე.
| Print |