COVID19
საქართველოში კორონავირუსის დღიური შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6192 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 3 120-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში - 5445 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 კოვიდ სასტუმროში- 1000

ქვეყანაში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე
| Print |