COVID19
საქართველოში COVID 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით დღეს, 30 სექტემბერს მეორე პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისად, ამ დროისთვის, ქვეყანაში კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობა 38 გახდა.

პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, 61 წლის ქალი კლინიკაში წუხელ ღამით მოათავსეს, მას პნევმონია, ჭარბი წონა და გულის უკმარისობა აღენიშნებიდა.

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა",- აცხადებენ უწყებაში.
| Print |