COVID19
საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6640 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 299 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 3 419-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში - 5392 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 კოვიდ სასტუმროში - 1100

ქვეყანაში კორონავირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე
| Print |