COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ყველაზე მეტი - 241 ახალი შემთხვევა აჭარაში დადასტურდა. 

"აჭარა კვლავ ისევ ლიდერია და აქ არის 241 ახალი შემთხვევა. მოიმატა იმერეთშიც - 98 ახალი შემთხვევა, თბილისში გახლავთ 62 ახალი შემთხვევა, სამეგრელო ზემო სვანეთში გახლავთ - 15, სამცხე-ჯავახეთში არის 9 შემთხვევა, გურიასა და შიდა ქართლში გახლავთ 7 ახალი შემთხვევა, კახეთში - 2, იმპორტირებული შემთხვევა გახლავთ 7" - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

1 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში სულ კორონავირუსის 35 შემთხვევაა დადასტურებული.
| Print |