COVID19
საქართველოში კორონავირუსით მე-40 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 40-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

81 წლის მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. აღენიშნებოდა თანხმლები დაავადებები, ორმხრივი პნევმონია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებისგან განიკურნა 299 ადამიანი.
| Print |