COVID19
არლის სკოლაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების ტესტირება დაიწყო
ამ წუთებში არლის სკოლაში პედაგოგებისა და მოსწავლეების ტესტირება მიმდინარეობს. მიზეზი კორონავირუსია, რომელიც სკოლის ერთ-ერთ მასწავლებელს დაუდასტურდა. ტესტის აღება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მეთვალყურეობით ხდება.

დაწესებულებაში განათლების რეკომენდაციებს ელოდებიან, შესაბამისად, ჯერ არ იციან გადავა თუ არა სკოლა დისტანციურ რეჟმზე.

სკოლაში მიღებულია რეკომედაციები, თუმცა ამ წუთიდან ველოდებით ახალ რეკომენდაციებს, რომელსაც სკოლა შეასრულებს“- ამბობს სკოლის დირექტორი მარო ჩხიტუნიძე .

სკოლაში ამჟამად 148 მოსაწავლე და 24 მასწავლებელი ირიცხება.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 29 სექტემბერს დაფიქსირდა. ინფიცირებული სკოლის მასწავლებლის მეუღლეა. დღეს, 1 ოქტომბერს კი COVID 19 გამოუვლინდა მასწავლებელსაც.

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ,დისტანციურ რეჟიმზე უკვე გადავიდა ჭეჭლისა და დიდი ზანავის საჯარო სკოლები.

| Print |