COVID19
COVID 19-ის ახალი შემთხვევები სამცხე-ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა
დღეს, 1-ლი ოქტომბრის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში COVID 19-ის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან შვიდი ნინოწმინდაში, ერთი - ასპინძის სოფელ რუსთავსა და ერთი - ადიგენის სოფელ არალში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიას სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსმა დაუდასტურა. გიორგი მიქელაძის თქმით, რუსთავისა და არალის შემთხვევები მეორეულ ინფიცირებულებთა კონტაქტები არიან. ნინოწმინდის შემთხვევები კი ქალაქში დაფიქსირებულ პირველ ინფიცირებულთან პირდაპირი კონტაქტებია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით თვითიზოლაციაში 223 პირია. ადიგენის მუნიციპალიტეტიდან -97, ასპინძდან - 46, ახალციხესა და ბორჯომიდან - 7-7 და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან - 66. 

კარანტინშია 409 მოქალაქე. აქედან ახალციხის საკარანტინე სივრცეში - 93, ბაკურიანის საკარანტინე სივრცეებში კი 316 ადამიანია. გიორგი მიქელაძის თქმით, მიმდინარეობს კონტქატების მოკვლევა.

რეგიონში დღეს 250-მდე ტესტის ნიმუშის პასუხებს ელოდებიან.

| Print |