COVID19
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID 19-ის დაფიქსირების შემდეგ, ვირუსით გარდაცვალების ეს 41-ე შემთხვევაა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზეა განთავსებული.

პაციენტი ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ინფიცირებულ 82 წლის მამაკაცს თანმდევი დაავადება, გულის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.

გარდაცვლილია 82 წლის კაცი, პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავდმყოფოში მკურნალობდა 29 სექტემბრიდან. დიაგნოზი: COVID 19, სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის შეშუპება, ორმხრივი ტოტალური პნევმონია. თანმხლები დაავდება: გულის მწვავე უკმარისობა.

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 1 ოქტომბერს"
,- აცხადებენ უწყებაში.

კორონავირუსით გარდაცვალების, დღეს ეს მეორე შემთხვევაა.
| Print |