COVID19
დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ
აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და პირველ ლედის, მელანია ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდათ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ვიწყებთ კაარანტინსა და გამოჯანმრთელების პროცესს,“- წერს ტრამპი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის მრჩეველს, ჰოუფ ჰიქსს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ქვეყნის პრეზიდენტი და პირველი ლედი კარანტინში გადავიდნენ.
| Print |