COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ყველაზე მეტი - 297 ახალი შემთხვევა აჭარაში დადასტურდა.

„აჭარაში გახლავთ 297 ახალი შემთხვევა, თბილისში - 78 პაციენტია, იმერეთში - 52 ახალი შემთხვევა გვაქვს, სამეგრელო ზემო-სვანეთში, გურიასა და შიდა ქართლში 6-6 პაციენტია, ქვემო ქართლში გახლავთ 2 პაციენტი, კახეთში - 3, მცხეთა-მთაიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთში-1“, - განაცხადა ენდელაძემ.

2 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 36 შემთხვევაა დადასტურებული.
| Print |