COVID19
არლის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები თვითიზოლაციაში არიან
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის მოსწავლეები და მასწავლებლები თვითიზოლაციაში არიან. მიზეზი სკოლაში კორონავირუსის დაფიქსირების ფაქტია.

სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციის აპარატში განმარტავენ, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი, ორი კვირის განმავლობაში, დისტანციურად გაგრძელდება. გიორგი მიქელაძის თქმით, მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც თვითიზოლაციაში დარჩენის ვალდებულება აქვთ. თუ როგორ რეჟიმში გაგრძელდება სწავლა ორი კვირის შემდეგ, ეს შედეგებზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ არლის სკოლის პედაგოგს 1 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა. მანამდე, 29 სექტემბერს ინფექცია პედაგოგის მეუღლეს დაუფიქსირდა. ეს სოფელში ვირუსის დადასტურების პირველი შემთხვევა იყო.
| Print |