COVID19
ახალქალაქში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ახალქალაქში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - ამის შესახებ ინფორმაცია მედიას სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციის აპარატის უფროსმა დაუდასტურა. გიორგი მიქელაძის განმარტებით, უცნობია დაავადებულის ინფიცირების წყარო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.

აპარატის უფროსის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ახალციხისა ბაკურიანის საკარანტინე სივრცეში 337 პირი იმყოფება, აქედან 92 - ახალციხის საკარანტინე სივრცეში, ხოლო 245 - ბაკურიანის საკარანტინე სივრცეშია.რეგიონის მაშტაბით თვითიზოლაციაში 221 პირია.

თვითიზოლაციაში იმყოფებიან სოფელ არლის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები. სკოლა ორი კვირი განამვალობაში დისტანციურ რეჯიმში გადავიდა.

36 ინფიცირებულულიდან 1 ადამიანი თვითიზოლაციაშია. გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, მას ვირუსის სიმპტომები აღარ აღენიშნება, თუმცა განკურნებულად იგი იზოლაციის ვადის გასვლის შემდეგ ჩაითვლება.

ამ დროისთვის რეგიონში 200-ამდე ანალიზის პასუხს ელოდებიან. შედეგები ცნობილი დღის განმავლობაში გახდება.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე, კორონავირუსი დაფიქსირებული იყო ასპინძის, ადიგენისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში. 

2 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში COVID 19-ს 36 შემთხვევაა დადასტურებული.


| Print |