COVID19
საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 46-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ბოლო 5 პაციენტიდან 2 ბათუმში, 3 კი - ქუთაისში მკურნალობდა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, გარდაცვლილების ასაკობრივი გრადაცია 51-წლიდან 90-წლამდე მერყეობს.

„2 გარდაცვლილი გვყავს ბათუმში, 3 კი - ქუთაისში. ყველა გარდაცვლილს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები. მნიშვნელოვანია რომ ასაკობრივი გრადაცია არის 51-წლიდან 90-წლამდე“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა.
| Print |