COVID19
ახალქალაქის საავადმყოფოს ექიმები იზოლაციაში იმყოფებიან
COVID-19-ით დაავადებული პაციენტი ახალქალაქის რეგიონული საავადმყოფოს გინეკოლოგიურ განყოფილებაში იმყოფებოდა. JNEWS-ის ინფორმაციით, საავადმყოფოს ადმინისტრაციამ შესაბამისი ზომები უკვე მიიღო. შედეგად, ექიმები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

დადგენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 30 პირი. მათ ანალიზები უკვე აუღეს.  PCR ტესტის შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

”ამ დროისთვის ახალქალაქში დაფიქსირებულია კორონავირუსის 1 შემთხვევა. ამ ეტაპზე ხდება ინფექციის წყაროს დადგენა. გამოვლინდა 30 პირდაპირი კონტაქტი ამ პიროვნებასთან, ყველა გადავიდა თვითიზოლაციის რეჟიმში. თვითიზოლაციას გააკონტროლებენ ადგილობრივი სამართალდამცავი და ჯანდაცვის სამსახურები. ასევე ვიკვლევთ დამატებით კონტაქტებს" - განაცხადა სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციის აპარატის უფროსმა გიორგი მიქელაძემ. 

ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერის, ალექსანდრე თოროიანის თქმით, მშობიარობა 28 სექტემბერს მოხდა, დედა-შვილი თბილისში გადაიყვანეს. 

”პაციენტი თბილისში გადავიყვანეთ. იგი იზოლირებულად იმყოფებოდა, მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ექიმები მას მკურნალობდნენ, როგორც საეჭვო პაციენტს, როგორც ამას სახელმწიფო ნორმები ადგენს, ამიტომ გავრცელების სშიშროება არ არის. დედა და შვილი კარგ მდგომარეობაში არიან. მათ ოჯახს კავშირი ჰქონდა ბათუმთან. მათი ქალიშვილი ბათუმიდან ჩამოვიდა, ყველანი ავად იყვნენ. ოჯახის ყველა წევრს ტესტირება ჩაუტარდა და შესაძლებელია, რომ ოჯახის ყველა წევრია დაავადებულო COVID-19- ით ”- ამბობს ალექსანდრე თოროიანი.

ახალქალაქის საავადმყოფო მუშაობს ჩვეულ რეჟიმში. ახალქალაქის სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურების შესახებ დღეს, 2 ოქტომბერს გახდა
ცნობილი.
| Print |