საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 7564 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზეა განთავსებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 278 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 992-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში - 5392 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 კოვიდ სასტუმროში - 1100
ქვეყანაში კორონავირუსით 48 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.