საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 48-მდე გაიზარდა.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილი 2 პაციენტიდან ერთი ბათუმში მკურნალობდა.
მარინა ენდელაძის თქმით, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.
„ ერთი გარდაცვლილი პაციენტი აჭარაშია, მეორეზე ინფორმაცია არ მაქვს. როგორც ვიცი აჭარაში გარდაცვლილი პაციენტი, ასაკოვანი მამაკაცი მძიმე თანმხლები დაავადებებით “,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.