სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ყველაზე მეტი - 360 ახალი შემთხვევა ისევ აჭარაში დადასტურდა.
„აჭარაში 360 ახალი შემთხვევაა, თბილისში-57, სამეგრელო ზემო-სვანეთი-22, იმერეთში-11, ქვემო ქართლსა და კახეთში 6-6 ახალი შემთხვევა გვაქვს, გურია-5, მცხეთა-მთიანეთი-3, სამცხე-ჯავახეთში-1“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.
3 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 37 შემთხვევაა დადასტურებული.