COVID19
კორონავირუსის ერთი შემთხვევა ადიგენში დაფიქსირდა
კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაბა ადიგენში დაფიქსირდა. სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით, ინფიცირებული არალში დაფიქსირებული შემთხვევის პირდაპირი კონტაქტია.

გიორგი მიქელაძის განმარტებით, ადიგენის მუნიციპალიტეტში აღებული 348 ტესტიდან დადებითი მხოლოდ ეს ერთია.

რეგიონის მასშტაბით, ამ დროისათის, 498 ტესტის პასუხია ცნობილი. დანარჩენ შედეგებს დღის განმავლობაში ელოდებიან.

გიორგი მიქელაძის თქმით, ახალქალაქის შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.

ამ დროის მონაცემებით, თვითიზოლაციაშია 265 ადამიანი, კარანტინში კი 287 პირი.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში, კორონავირუსის პირველი შემთხვევა 29 სექტემბერს დაფიქსირდა. ინფიცირებული სკოლის მასწავლებლის მეუღლეა. 1 ოქტომბერს კი COVID 19 გამოუვლინდა მასწავლებელსაც, რის გამოც სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე
გადავიდა.
| Print |