COVID19
საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8 118-ს შეადგენს. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 370 აჭარაში, 65 თბილისში, 63 კი იმერეთში დაფიქსირდა.

ექიმების თქმით, ქვეყანაში ინფიცირებული პაციენტებიდან 43 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის, 41 მართვით სუნთქვაზეა, აქედან 9 არის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოყვანილი. 

გამოჯანმრთელდა კიდევ 252 პაციენტი და საერთო რაოდენობა 4 244-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 50 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
| Print |