საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8 696-ს შეადგენს.
გამოჯანმრთელდა კიდევ 375 პაციენტი და საერთო რაოდენობა 4 619-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა და COVID 19-ის დაფიქსირებიდან დღემდე მათი რაოდებობა 52 გახდა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.