COVID19
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისად მათი რაოდენობა 53-მდე გაიზარდა.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გარდაცვლილი სამი პაციენტიდან 2 ბათუმში, ერთი კი ქუთაისში მკურნალობდა.

როგორც ეკატერინე ტაიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, კოვიდინფიცირებული 36 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

„გვაქვს სამი გარდაცვალება, 2 ბათუმში, 1 კი ქუთაისში. ამ ეტაპზე სუნთქვის აპარატზე არის 23 პაციენტი, რეანიმაციაში კი 115 პაციენტია. კრიტიკული მდგომარეობა აღენიშნება 36 პაციენტს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
| Print |